პროგრამის წესები

Club IVERIA-ს პროგრამა შეთავაზებულია სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) მიერ, რომელსაც მართავს შპს „ლიმონი 2009“.

    • კლუბში გაწევრიანება უფასოა.
    • გაწევრიანების ასაკი - 21 წელი ან მეტი.
    • გაწევრიანებისა და სხვა ოპერაციებისთვის აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
    • წევრები ვალდებულნი არიან Club IVERIA-ს შეატყობინონ პირადი რეკვიზიტების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის და არა მარტო, სახელის ან მისამართის ცვლილების შესახებ.
    • Club IVERIA-ს  ერთი საწევრო ბარათით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთ (1) პირს.
    • პროგრამის პრივილეგიები განკუთვნილია  მხოლოდ Club IVERIA-ს წევრებისთვის. 
    • წევრობა და პრივილეგიები (ქულებისა და დამატებითი პრივილეგიების ჩათვლით) სხვა პირზე გადაცემას არ ექვემდებარება.
    • წევრობის პრივილეგიები შესაძლოა განსხვავდებოდეს მდებარეობის (თბილისი/ბათუმი) მიხედვით.
    • ყველა პრივილეგია და სარგებელი დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე.  
    • პროგრამის წესები შეიძლება შეიცვალოს განსაკუთრებული ღონისძიებების ან სარეკლამო კამპანიების პერიოდში.
    • წევრი ვალდებულია Club IVERIA-ს  საკლუბო ბარათი წარუდგინოს სამაგიდო თამაშების დილერს თამაშის დაწყებამდე ან/და სათანადოდ ჩასვას ბარათი სლოტ აპარატის ბარათის წამკითხველში თამაშის მიმდინარეობისას მისი მოქმედების          დასადასტურებლად, ქულების დასაგროვებლად და პრივილეგიების მისაღებად. 
    • ქულების დაგროვება შესაძლებელია სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) ობიექტებში მხოლოდ იმ სლოტ აპარატებსა და სათამაშო მაგიდებზე, სადაც დამონტაჟებულია შესაბამისი სისტემა. 
    • ყველა პრივილეგია (ქულების ჩათვლით) განისაზღვრება წევრის მიერ შერჩეული თამაშის დონის მიხედვით. თამაშის დონე განისაზღვრება მანქანის ან/და თამაშის ტიპის, კატეგორიის, საშუალო ფსონისა და თამაშის ხანგრძლივობის მიხედვით. თამაშის შეფასების კალკულაცია განისაზღვრება სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) შეხედულებისამებრ. 
    • საწევრო პრივილეგიების გამოყენება შესაძლებელია იმ ობიექტებზე, სადაც ფუნქციონირებს Club IVERIA-ს პროგრამა. 
    • Club IVERIA-ს ბარათი წარმოადგენს სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) საკუთრებას და დაბრუნებულ უნდა იქნას მოთხოვნისთანავე. 
    • Club IVERIA არ აგებს პასუხს ტექნიკურ გაუმართაობებზე, დაკარგულ, მოპარულ ან არამიზნობრივად გამოყენებულ ბარათებზე, ქულებზე ან ნებისმიერ სხვა მსგავს შემთხვევებზე. 
    • ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ Club IVERIA-ს  რეგისტრაციის სამსახურს.  
    • ხელმძღვანელობა უფლებას იტოვებს მოახდინოს Club IVERIA-ს ანგარიშზე არსებული ნაშთების კორექტირება მანქანის ან ბარათის წამკითხველის გაუმართაობის, კომპიუტერის ან საოპერაციო შეცდომის ან/და ნებისმიერი თაღლითობის შემთხვევაში. 
    • საწევრო სტატუსი პერიოდულად ექვემდებარება გადახედვას; სტატუსი და პრივილეგიები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე.
    • პირებს, რომლებიც (თბილისი/ბათუმი) შეყვანილ არიან „არასასურველ პირთა სიაში“, არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამაში. 
    • წევრობა წარმოადგენს სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) მიერ მინიჭებულ პრივილეგიას და შესაძლებელია გაუქმებულ იქნას ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით. 
    • რეგისტრაციის დროს თითოეული წევრი მიიღებს დროებით PIN-ს (პაროლს) საწევრო ანგარიშისა და ონლაინ წვდომისთვის. წევრები პასუხისმგებელნი არიან შეცვალონ და  დაიცვან ინფორმაცია თავიანთი ანგარიშის შესახებ.
    • Club IVERIA-ს პროგრამაში მონაწილეობით, წევრი თანახმაა იმაზე, რომ Club IVERIA-ს შეუძლია წევრის პირადი ინფორმაციის შენახვა და დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე მარკეტინგული აქტივობების ჩატარების მიზნით.
    • Club IVERIA უფლებას იტოვებს შეცვალოს ან გააუქმოს პროგრამა ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე.
    • განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდება Club IVERIA-ს ვებ გვერდზე.
    • Club IVERIA-ს პროგრამაში მონაწილეობით წევრი ეთანხმება პროგრამის ყველა პირობას. 

    დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს www.clubiveria.com ან დაგვიკავშირდეთ info@clubiveria.com, +995 32 2 90 7777

     

     

    ვალუტა

    USD
    2.67
    EUR
    3.02
    TRY
    0.49
    RUS
    0.04
    AZN
    1.57
    UAH
    0.96
    AMD
    5.51
    KZT
    0.72
    IRR
    0.63
    ILS
    7.19
    CNY
    3.84
    სრულად
    აკეცვა

    თბილისი

    -4 °
    ორშაბათი

    ბათუმი

    8 °
    ორშაბათი

    წინანდალი

    -6 °
    ორშაბათი