წინანდლის მამული, თელავის მუნიციპალიტეტი, კახეთი, საქართველო
რადისონ ქოლექშენი წინანდალი
ტელ: +995322907777
Სასტუმრო Რადისონ ქოლექშენი მდებარეობს ისტორიულ წინანდლის მამულში, რომელიც ცნობილია თავისის სტუმართმოყვარეობით. როგორც პირველი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რეგიონში, ის მდიდრულ გამოცდილებას სთავაზობს დამსვენებლებს.
თვალწარმტაცი გარემოს შუაგულში განლაგებული სასტუმრო, წარმოდგენილია 124 ნომრით, თითოეული საგულდაგულოდ შექმნილია კომფორტის უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, აირჩევთ მყუდრო სტანდარტულ ოთახს თუ დატკბებით ლუქსის მდიდრულობით, სასტუმრო გაძლევთ საშუალებას გაატაროთ დაუვიწყარი დრო, მიიღოთ უნაკლო სერვისი და დააგროვოთ დაუვიწყარი მოგონებები.
კულინარიული სიამოვნება გელით ჩვენს სტუმრებს თავადი ალექსანდრეს რესტორანში, რომელიც განთავსებულია ენოთეკისა და ძველი ქარხნის არეალში. Რესტორანი აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე გემოებს.
საქმიანი მოგზაურებისთვის, სასტუმრო გთავაზობთ უახლესი ტექნოლოგიითა და კეთილმოწყობით აღჭურვილი საკონფერენციო ოთახებს. სივრცეები იდეალური გარემოა შეხვედრებისთვის, სემინარებისთვის და კორპორატიული ღონისძიებებისთვის, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რომ ვუზრუნველყოთ პროდუქტიული და პროფესიონალური გარემო.
ენოთეკისა და ძველი ქარხნის არეალში განთავსებულია:
საიდუმლო ოთახი
სხვადასხვა ზომის საკონფერენციო ოთახები
ღვინის ბარი გაუმარჯოს - სადაც დაგხვდებათ დახვეწილი ღვინოების ფართო არჩევანი მთელი მსოფლიოდან.. ბარის ელეგანტური ატმოსფერო და მცოდნე პერსონალი აქცევს მას სრულყოფილ ადგილს ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვისთვის.
აქვეა ეთნიკური და მოდერნისტული დიზაინის ეკლექტიკით შექმნილი ლაუნჯის სივრცე, სასტუმროს ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური კუთხე, „ეგვიპტური ოთახი“. სასტუმროს ამ ულამაზესი ფლიგელიდან, რომელიც თამარ კვესიტაძის ხელითაა მოხატული, წინანდლის ბაღის თვალწარმტაცი ხედები იშლება.
Თუ თქვენთვის დასვენება, გაახალგაზრდავება და რელაქსაცია პრიორიტეტულია, სასტუმროს ბოლო სართულზე დაუვიწყარი დასვენებისთვის გელოდებათ ან სემონინ სპა.
აქ გელით საუნა, ფიტნეს კლუბი და ღია აუზი, რომელსაც ოთხივე მხრიდან პანორამული ხედები ამშვენებს. მამულის ტერიტორიაზევეა დახურული აუზი მოძრავი გამჭვირვალე კედლებით და სახურავით.
სასტუმროს მომხმარებლებს წელიწადის ოთხივე სეზონზე აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ აუზით და დატკბნენ კავკასიონის დიდებული ხედით. ჩვენთან შეგიძლიათ განიტვირთოთ და დატკბეთ მშვიდი გარემოთი. ასევე, საშუალება გაქვთ მოინახულოთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და მონაწილეობა მიიღოთ ღვინის ტურში.
Რეგიონში საუკეთესო სასტუმრო, სრულად აღჭურვილია ოთივე სეზონზე დაუვიწყარი დასვენებისთვის, მობრძანდით და დააგროვეთ საუკეთესო მოგონებები.