ჩვენ შეახებ
კონტაქტი
ლოკაციები
English
0% OFF
5% OFF
10% OFF
15% OFF
100% OFF
რეზერვაცია
პრივილეგიები

წინანდლის მამული, თელავის მუნიციპალიტეტი, კახეთი, საქართველო

რადისონ ქოლექშენი წინანდალი, ღვინის ბარი "გაუმარჯოს"

ტელ: +995322907777


ღვინო
რესტორანი
ღვინის ბარი გაუმარჯოს

გეპატიჟებით გასტრონომიულ თავგადასავალში, რომელიც გთავაზობთ დახვეწილ ღვინოებსა და გემრიელ კერძებს. წინანდალის მომხიბვლელ მამულსა და მუზეუმში მოთავსებული ჩვენი ღვინის ბარი, დაუვიწყარ გამოცდილებას ჰპირდება ქართული ღვინის მოყვარულებს.

 

ღვინის არჩევანი

Ღვინის ბარი გაძლევთ წინანდალის მარანში დაწურული საუკეთესო ღვინის დეგუსტაცის საშუალებას. ჩვენს მყუდრო ატმოსფეროში შესვლისას ჰაერს ავსებს საუკეთესო ღვინის არომატი. დატკბით გემოების სიმფონიით, სადაც წითელი და თეთრი ღვინოების დიდი არჩევანი გელოდებათ. თითოეული ჭიქა არის ნაწილი უძველსი კულტურისა, რომელიც დღემდე შემონახულია. Არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ღვინის მოყვარული ხართ,  ჩვენი ღვინოები აუცილებლად დაგიტოვებთ ხანგრძლივ შთაბეჭდილებას. 



ღვინის ბარი გაუმარჯოს - კულინარიული შეთავაზებები

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კულინარიული შეთავაზებებით, რომლებიც საგულდაგულოდ არის შექმნილი, რათა ამაღლოს ღვინის დეგუსტაციის გამოცდილება. თითოეული კერძი არის შთაგონებული ქართული ტრადიციებით, რათა თქვენი სტუმრობა უფრო დაუვიწყარი გახადოს.

 

Უგემრიელესი ყველის არჩევანი, რომლებიც სრულყოფილად ავსებენ წითელი ღვინის არომატს და ზღვის პროდუქტების კერძები, რომელიც მშვენივრად ერწყმის თეთრებს, ახალი კულინარიული აღმოჩენებისკენ გიბიძგებთ. ღვინის ბარი გაუმარჯოს არ არის მხოლოდ ღვინის დაგემოვნების ადგილი; ეს არის წინანდალის მარანის მდიდარი მემკვიდრეობისა და მეღვინეობის ქართული ტრადიციის ნიმუში. 



Განტვირთვა ღვინის ბარ გაუმარჯოში

მიუხედავად იმისა, ეძებთ განტვირთვისთვის ადგილს წინანდალის მამულის მომხიბვლელ გარემოში, თუ გნებავთ საუკეთესო ქართული ღვინოებისა და სამზარეულოს ხიბლი შეიგრძნოთ, ღვინის ბარი გაუმარჯოს საუკეთესო არჩევანია. შემოგვიერთდით დაუვიწყარ კულინარიულ მოგზაურობაში, სადაც განსაკუთრებული ღვინოებისა და გემრიელი კერძების კომბინაცია გპირდებათ გამოცდილებას, რომელიც დაბრუნების სურვილს დაგიტოვებთ.

 

Მრავალწლიანი ტრადიციაა ქართული სუფრა, რომელიც სადღერძელოებით და მადლიერების გამოხატვით გამოირჩევა. Სიტყვა “გაუმარჯოს” კი, ყველა სადღეგრძელოს ნაწილია, იგი სიმბოლოა - გამარჯვების, ჯანმრთელობისა და ბედნიერების. 

 

Დაჯავშნეთ მაგიდა, აწიეთ ჭიქა და თქვით სადღეგრძელო. გაუმარჯოს!

 

რეზერვაციის ფორმა
დახურვა
მადლობა, თქვენი რეზერვაცია მიღებულია
დახურვა
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები
თუ ისევ არ ხარ ქლაბ ივერიას წევრი, გაწევრიანდი სრულიად უფასოდ. ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით, მიიღე საჩუქრები და დააგროვე ქულები.