Club IVERIA-ს პროგრამა შეთავაზებულია სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) მიერ, რომელსაც მართავს შპს „ლიმონი 2009“.
- კლუბში გაწევრიანება უფასოა.
- გაწევრიანების ასაკი - საქართველოს მოქალაქეებისთვის 25 წლიდან, ხოლო უცხოელებისთვის 18 წლიდან
- გაწევრიანებისა და სხვა ოპერაციებისთვის აუცილებელია მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- წევრები ვალდებულნი არიან Club IVERIA-ს შეატყობინონ პირადი რეკვიზიტების ნებისმიერი ცვლილების შესახებ, მათ შორის და არა მარტო, სახელის ან მისამართის ცვლილების შესახებ.
- Club IVERIA-ს ერთი საწევრო ბარათით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთ (1) პირს.
- პროგრამის პრივილეგიები განკუთვნილია მხოლოდ Club IVERIA-ს წევრებისთვის.
- წევრობა და პრივილეგიები (ქულებისა და დამატებითი პრივილეგიების ჩათვლით) სხვა პირზე გადაცემას არ ექვემდებარება.
- წევრობის პრივილეგიები შესაძლოა განსხვავდებოდეს მდებარეობის (თბილისი/ბათუმი) მიხედვით.
- ყველა პრივილეგია და სარგებელი დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე.
- პროგრამის წესები შეიძლება შეიცვალოს განსაკუთრებული ღონისძიებების ან სარეკლამო კამპანიების პერიოდში.
- წევრი ვალდებულია Club IVERIA-ს საკლუბო ბარათი წარუდგინოს სამაგიდო თამაშების დილერს თამაშის დაწყებამდე ან/და სათანადოდ ჩასვას ბარათი სლოტ აპარატის ბარათის წამკითხველში თამაშის მიმდინარეობისას მისი მოქმედების დასადასტურებლად, ქულების დასაგროვებლად და პრივილეგიების მისაღებად.
- ქულების დაგროვება შესაძლებელია სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) ობიექტებში მხოლოდ იმ სლოტ აპარატებსა და სათამაშო მაგიდებზე, სადაც დამონტაჟებულია შესაბამისი სისტემა.
- ყველა პრივილეგია (ქულების ჩათვლით) განისაზღვრება წევრის მიერ შერჩეული თამაშის დონის მიხედვით. თამაშის დონე განისაზღვრება მანქანის ან/და თამაშის ტიპის, კატეგორიის, საშუალო ფსონისა და თამაშის ხანგრძლივობის მიხედვით. თამაშის შეფასების კალკულაცია განისაზღვრება სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) შეხედულებისამებრ.
- საწევრო პრივილეგიების გამოყენება შესაძლებელია იმ ობიექტებზე, სადაც ფუნქციონირებს Club IVERIA-ს პროგრამა.
- Club IVERIA-ს ბარათი წარმოადგენს სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) საკუთრებას და დაბრუნებულ უნდა იქნას მოთხოვნისთანავე.
- Club IVERIA არ აგებს პასუხს ტექნიკურ გაუმართაობებზე, დაკარგულ, მოპარულ ან არამიზნობრივად გამოყენებულ ბარათებზე, ქულებზე ან ნებისმიერ სხვა მსგავს შემთხვევებზე.
- ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ Club IVERIA-ს რეგისტრაციის სამსახურს.
- ხელმძღვანელობა უფლებას იტოვებს მოახდინოს Club IVERIA-ს ანგარიშზე არსებული ნაშთების კორექტირება მანქანის ან ბარათის წამკითხველის გაუმართაობის, კომპიუტერის ან საოპერაციო შეცდომის ან/და ნებისმიერი თაღლითობის შემთხვევაში.
- საწევრო სტატუსი პერიოდულად ექვემდებარება გადახედვას; სტატუსი და პრივილეგიები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე.
- პირებს, რომლებიც (თბილისი/ბათუმი) შეყვანილ არიან „არასასურველ პირთა სიაში“, არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროგრამაში.
- წევრობა წარმოადგენს სამორინე ივერიას (თბილისი/ბათუმი) მიერ მინიჭებულ პრივილეგიას და შესაძლებელია გაუქმებულ იქნას ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით.
- რეგისტრაციის დროს თითოეული წევრი მიიღებს დროებით PIN-ს (პაროლს) საწევრო ანგარიშისა და ონლაინ წვდომისთვის. წევრები პასუხისმგებელნი არიან შეცვალონ და დაიცვან ინფორმაცია თავიანთი ანგარიშის შესახებ.
- Club IVERIA-ს პროგრამაში მონაწილეობით, წევრი თანახმაა იმაზე, რომ Club IVERIA-ს შეუძლია წევრის პირადი ინფორმაციის შენახვა და დამუშავება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე მარკეტინგული აქტივობების ჩატარების მიზნით.
- Club IVERIA-ს პროგრამაში მონაწილეობით, წევრი ადასტურებს და თანახმაა იმაზე, რომ Club IVERIA უფლებამოსილია წევრის პერსონალური მონაცემები გაუზიაროს შპს ,,სილქ ჰოსფითალითი“-ს პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის და Silk Rewards-ის ფარგლებში წევრმა მიიღოს ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის შეტყობინებება (მათ შორის სატელეფონო ზარის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით) Silk Rewards-ის სიტემაში ჩართული მთელი ქვეყნის (საქართველო) მასშტაბით სხვადასხვა ობიექტის პროდუქტებისა და სერვისების, საუკეთესო და სპეციალური შეთავაზებების, სიახლეების, პრომო აქციების და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების შესახებ.
- Club IVERIA-ია ვალდებულია შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავება ან/და უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავების შეწყვეტა Club IVERIA-ს წევრის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
- Club IVERIA-ს წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა.
- Club IVERIA უფლებას იტოვებს შეცვალოს ან გააუქმოს პროგრამა ნებისმიერ დროს შეტყობინების გარეშე.
- განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდება Club IVERIA-ს ვებ გვერდზე.
- Club IVERIA-ს პროგრამაში მონაწილეობით წევრი ეთანხმება პროგრამის ყველა პირობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს www.clubiveria.com ან დაგვიკავშირდეთ info@clubiveria.com, +995 32 2 90 7777