პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი, საქართველო
რესტორანი რესპუბლიკა
ტელ: +995322907777
Თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მდებარე რესტორანი, საუკეთესო ადგილია დღის ნებისმიერ მონაკვეთში, წელიწადის ოთხივე დროს განსატვირთად.
Აქ შეგხვდებათ საზაფხულო ტერასა და შიდა სივრცე, პანორამული ხედებით ქალაქზე. საუკეთესო კლასიკური კოქტეილები და წინანდალის მამულების ღვინის საოცარი კოლექცია.
Ეძებთ ადგილს მეგობრებთან ერთად განსატვირთად, თუ რომანტიული ვახშამისთვის შესაფერის გარემოს, აქ თქვენს მოლოდინებს ფრთებს შევასხამთ.
გთავაზობთ ქართული და ევროპული სამზარეულოს თანამედროვე არჩევანს.
Აქ შეხვდებით, როგორც ბრანჩის, ასევე სპეც მენიუს. Შეგიძლიათ, უგემრიელესი ბენედიქტი და კრევეტების საგანაკი მიირთვათ, ან თუნდაც ხამანცკებით და ლობსტერის პასტა დააგემოვნოთ.
Აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი და ერთადერთი რესტორანი საქართველოში, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააგემოვნოთ მშრალი დაძველებული თევზი. Შეფ-მზარეული ირაკლი ასათიანის მიერ შედგენილი მენიუ, გთავაზობთ საერთაშორისო დონის კერძების ფართო არჩევანს.
რესტორანი რესპუბლიკა გთავაზობთ ქართული და ევროპული სამზარეულოს თანამედროვე ხედვას, ძალიან სასიამოვნო გარემოს და ასევე Გაძლევთ საშუალებას დააგემოვნოთ ირაკლი ასათიანის მიერ შექმნილი კერძები.
მაგიდის დასაჯავშნად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: +995322907777; ასევე, მაგიდის დაჯავშნა ქლაბ ივერიის ვებ-გვერდიდანაც შესაძლებელია.