რესტორნები

Medea bar

მყუდრო და დახვეწილი - ასე ახასიათებენ მედეა ბარს ერთგული სტუმრები. აქ დღე ყავითა და კრუასანით იწყება, საღამოს კი შეგიძლიათ გემრიელი კოქტეილების თანხლებით დაისვენოთ. ბარი სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმის პირველ სართულზე მდებარეობს.

Ozone bar

ბარი ღია აუზისა და Anne Semonin სპას გვერდითაა განლაგებული. მსუბუქი სასმელებისა და სასიამოვნო ტემპერატურის წყლის მონაცვლეობა ბევრი ადამიანისთვის საყვარელი კომბინაციაა. ოზონ ბარი სასტუმროს მესამე სართულზე მდებარეობს და მასაჟის შემდგომი განტვირთვისთვის იდეალური ადგილია.

Etim

ეთიმი ბათუმის შუაგულში მდებარეობს და სტუმრებს თურქული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციას სთავაზობს. აქ შეგიძლიათ დანიშნოთ საქმიანი შეხვედრები ან დაპატიჟოთ მეგობრები უგემრიელეს ქაბაბზე. მზიან ამინდში ღია ტერასაზე ჯდომასა და აღმოსავლური დესერტით ტკბობას არაფერი სჯობს.

Clouds bar & restaurant

ვერასდროს მიხვდებით, რა ლამაზია ღამის ბათუმი, სანამ მას რედისონ ბლუ ბათუმის მე-18 სართულიდან არ გადმოხედავთ. ზღვის ტალღები სანაპიროს ეხეთქებიან, ქვემოთ ქალაქი სუნთქავს, თქვენ კი მუსიკაზე რიტმულად ირწევით ხელში კოქტეილის ჭიქით.. ქლაუდ ბარი და რესტორანი არაჩვეულებრივი ადგილია იმისთვის, რომ ზაფხულის გრძელი ღამეები მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ.

ვალუტა

USD
2.92
EUR
3.23
TRY
0.50
RUS
0.04
AZN
1.72
UAH
1.16
AMD
6.15
KZT
0.75
IRR
0.69
ILS
8.33
CNY
4.13
სრულად
აკეცვა

თბილისი

36 °
შაბათი

ბათუმი

26 °
შაბათი

წინანდალი

36 °
შაბათი