რესტორნები

Umami

სიტყვა უმამი საუკეთესოდ გამოხატავს რესტორნის კონცეფციას: ტერმინი აღნიშნავს ე.წ. მეხუთე გემოს, რომელიც დანარჩენ ოთხ გემოს აერთიანებს (ტკბილი, მჟავე, მლაშე და ცხარე) გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს საუკეთესო აზიური რესტორანია თბილისში. კერძები თქვენ თვალწინ, ღია სამზარეულოში მზადდება, ინტერიერი კი აღმოსავლური დიზაინისა და ვინტაჟური ელემენტების შერწყმითაა მიღებული. რესტორანი რედისონ ბლუ ივერიას პირველ სართულზე მდებარეობს.

Medea bar

მყუდრო და დახვეწილი - ასე ახასიათებენ მედეა ბარს ერთგული სტუმრები. აქ დღე ყავითა და კრუასანით იწყება, საღამოს კი შეგიძლიათ გემრიელი კოქტეილების თანხლებით დაისვენოთ. ბარი სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმის პირველ სართულზე მდებარეობს.

Ozone bar

ბარი ღია აუზისა და Anne Semonin სპას გვერდითაა განლაგებული. მსუბუქი სასმელებისა და სასიამოვნო ტემპერატურის წყლის მონაცვლეობა ბევრი ადამიანისთვის საყვარელი კომბინაციაა. ოზონ ბარი სასტუმროს მესამე სართულზე მდებარეობს და მასაჟის შემდგომი განტვირთვისთვის იდეალური ადგილია.

Etim

ეთიმი ბათუმის შუაგულში მდებარეობს და სტუმრებს თურქული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციას სთავაზობს. აქ შეგიძლიათ დანიშნოთ საქმიანი შეხვედრები ან დაპატიჟოთ მეგობრები უგემრიელეს ქაბაბზე. მზიან ამინდში ღია ტერასაზე ჯდომასა და აღმოსავლური დესერტით ტკბობას არაფერი სჯობს.

Surface bar

რედისონ ბლუ ივერიას შენობაში განლაგებული სერფეის ბარში ქალაქის მაჯისცემა ყველაზე უკეთ იგრძნობა. ეს არის ადგილი, რომელიც მუდმივად იცვლება და სტუმრებს დადებითად მუხტავს. დღისით აქ შეგიძლიათ ევროპული ლანჩი მიირთვათ, საღამოს კი მეგობრებთან ერთად დატკბეთ სასიამოვნო მუსიკით. მაგიდები განლაგებულია ისე, რომ სტუმრებმა თავი მყუდროდ და განცალკევებულად იგრძნონ, მაგრამ ამავე დროს არ მოწყდნენ საერთო სიტუაციას.

Oxygen Bar

Oxygen Bar რედისონ ბლუ ივერიას მე-18 სართულზეა განლაგებული. პანორამული ხედი, რომელიც ამ საოცარი ადგილიდან იშლება, ალკოჰოლური სასმელების გარეშეც დაგათრობთ. ბარის მინიმალისტური და დახვეწილი ინტერიერი სასიამოვნო გარემოს ქმნის როგორც საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე სხვადასხვა ტიპის წვეულებებისთვის.

Iveria terrace

თბილისის ყველაზე პოპულარული ტერასა სტუმრებს მაისიდან ოქტომბრამდე მასპინძლობს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საღამოობით უკრავს ცოცხალი მუსიკა და რეზიდენტი DJ. ექსკლუზიური მენიუ და მტკვარზე გადაშლილი შესანიშნავი ხედი ივერია ტერასას სხვა ყველა რესტორნისგან გამოარჩევს.

Filini

ფილინი თბილისის საუკეთესო იტალიური რესტორანია, რაც ტოსკანელი შეფმზარეულის, მიპან მაზუკელის დამსახურებაა. მისი საფირმო და ტრადიციული კერძების დახმარებით შეგიძლიათ მთელი იტალია ენის წვერით შეიგრძნოთ. რესტორანი უპირატესობას ახალ, ბუნებრივ ინგრედიენტებს ანიჭებს, რადგან სწორედ ასე იქცევიან ნამდვილი იტალიელები.

Clouds bar & restaurant

ვერასდროს მიხვდებით, რა ლამაზია ღამის ბათუმი, სანამ მას რედისონ ბლუ ბათუმის მე-18 სართულიდან არ გადმოხედავთ. ზღვის ტალღები სანაპიროს ეხეთქებიან, ქვემოთ ქალაქი სუნთქავს, თქვენ კი მუსიკაზე რიტმულად ირწევით ხელში კოქტეილის ჭიქით.. ქლაუდ ბარი და რესტორანი არაჩვეულებრივი ადგილია იმისთვის, რომ ზაფხულის გრძელი ღამეები მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ.

ვალუტა

1₾
USD
2.48
EUR
2.93
TRY
0.67
RUS
0.04
AZN
1.46
UAH
0.93
AMD
5.16
KZT
0.74
IRR
0.72
ILS
7.11
CNY
3.75
სრულად
აკეცვა

თბილისი

10 °
კვირა

ბათუმი

14 °
კვირა

წინანდალი

10 °
კვირა