წინანდლის მამული, თელავის მუნიციპალიტეტი, კახეთი, საქართველო
რადისონ ქოლექშენი წინანდალი,
Library Bar
ტელ: +995322907777
Მომხიბვლელ წინანდალის მამულში, სადაც დრო თითქოს ჩერდება და ბუნება თავის საიდუმლოებებს ჩურჩულებს, შეხვდებით ბიბლიოთეკის ბარს, რომელიც კახეთის რეგიონის თვალწარმტაცი პეიზაჟების შუაგულშია მოქცეული. Მომაჯადოვებელი ადგილი Წარსულ ეპოქაში გამოგზაურებთ, სადაც დიდი პოეტების, მოაზროვნეების და ხელოვანების სულისკვეთება სუფევს.
ძველი პერგამენტის სურნელი ერწყმის ვინტაჟური ღვინოების დელიკატურ არომატს, იწვევს ნოსტალგიისა და დაუვიწყარ შეგრძნებას. თავად ბარი, არის შედევრი, სადაც სომელიეები, ისევე როგორც თანამედროვე პოეტები, ასხამენ ისტორიებს თითოეულ ჭიქაში.
Ბიბლიოთეკის ბარი გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის მენიუებს, მათ შორის საერთოშორისო სამზარეულოსა და ბარს, სადაც შეგიძლიათ წინანდლის ღვინით, კოქტეილებითა და საერთაშორისო სამზარეულოს დელიკატესებით, მათ შორის "უმამის" საავტორო სამზარეულოთი ისიამოვნოთ. გარდა ამისა, კომპიუტერებით აღჭურვილ ბიბლიოთეკის ოქროსფერ სივრცეში წყნარი და მყუდრო ატმოსფეროა შექმნილი სამუშაოდ. სტუმრებს, გასტრონომიული სიამოვნების მიღებისა და მშვიდად მუშაობის პარალელურად, შეუძლიათ ბიბლიოთეკის ბილიარდის კუთხეში განიტვირთონ.
Საუკეთესო კოქტეილების ფართო არჩევანი, იდეალურად შეხამებულია საერთაშორისოდ შთაგონებული მენიუსთან. Დატკბით ქართული, აზიური და ევროპული გემოებით. Აუცილებლად, დააგემოვნეთ წინანდალის მამულებში დაწურული საუკეთესო ღვინო და დაატკბით პეიზაჟებით.
მათთვის, ვინც ეძებს ქართული მემკვიდრეობის გემოს, ჩვენი მენიუ იდეალურად უმკლავდება გამოწვევას. Მენიუში გათვალისწინბულია ვეგეტარიანული და ვეგანური კერძები, რომლებითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ. რა თქმა უნდა, არც ერთი კულინარიული თავგადასავალი არ იქნება სრულყოფილი დესერტების გარეშე, ამ მხრივ სამოთხე გელოდებათ ტკბილეულის მოყვარულებს.
როდესაც კლასიკური მუსიკის ნაზი მელოდიები სულს აფრქვევს, დრო პოეტურ რიტმს იძენს ბიბლიოთეკა ბარ წინანდალში. დაჯავშნეთ თქვენი მაგიდა დღევსე და ეზიარეთ ქართული კულტურის არსს.