სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია

რეზერვაციისთვის დაგვიკავშირდით

ვარდების რევოლუციის მოედანი

Club Iveria საშუალებას გაძლევთ, განსაკუთრებული უპირატესობებით ისარგებლოთ საქართველოს საუკეთესო სასტუმროებში. ჩამოთვლილ დაწესებულებებს დახვეწილი გარემო და კლიენტებზე მორგებული ინდივიდუალური სერვისი აერთიანებთ. რედისონის მთავარი სლოგანია "დიახ, შეგვიძლია", რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ყველა სურვილი გათვალისწინებული იქნება. Club Iveria-ს წევრებისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური შეთავაზებები და აქციები, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების ინტერესებისა თუ გემოვნების გათვალისწინებით იქნა შემუშავებული. 

სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია

"რედისონ ბლუ ივერია" თბილისის ცენტრში, ვარდების რევოლუციის მოედანზე მდებარეობს. სასტუმროს ყველა ნომრიდან იშლება პანორამული ხედი 1500-წლიანი ისტორიის მქონე ქალაქზე. მეტროსადგური რუსთაველი და დედაქალაქის  მთავარი გამზირი ვარდების მოედნიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა. სტუმრებს მცირე მანძილი აშორებთ თეატრებს, მუზეუმებს, ოპერისა და ბალეტის თეატრს, დიდ საკონცერტო დარბაზსა და ისტორიულ შენობებს. შეიძლება ითქვას, რომ “რედისონ ბლუ ივერია” თბილისის გეოგრაფიულ, კულტურულ და ტურისტულ ცენტრშია მოთავსებული.

19-სართულიანი შენობის ბოლო ორ სართულზე, 1600 კვ.მ-ზე განთავსებული Anne Semonin Spa და ფიტნეს ცენტრი ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვისაც დასვენება და ძალების აღდგენა სურს. თუ აზარტული თამაშები გიყვართ, თქვენს განკარგულებაში  3100 კვ.მ-ზე განთავსებული “სამორინე ივერია” იქნება. მაღალკვალიფიციური პერსონალი ყველა პირობას შეგიქმნით იმისთვის, რომ თამაშის პროცესით განუზომელი სიამოვნება მიიიღოთ. გართობის პარალელურად კი, შეგიძლიათ უგემრიელესი ქართული ან ევროპული კერძები მიირთვათ.
სასტუმრო მიმზიდველი პირობებს ქმნის პრესკონფერენციების, ტრენინგებისა თუ სემინარებისთვისაც. საქმიან ღონისძიებებს შეხვედრების 9 ოთახი და საკონფერენციო დარბაზი ეთმობა.  
რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროდან ადვილად ხელმისაწვდომია რესტორნები, შოპინგი და ღამის ცხოვრება;

  • თავბრუდამხვევი ხედი მდინარე მტკვარზე და მთაწმინდის ფერდობზე
  • ცხელი ქვების მასაჟი, ზღვის მარილის შეხვევები, სარელაქსაციო არეა, ცხრა გამაჯანსაღებელი ოთახი, სოლარიუმი და არომა პროცედურები
  • სახურავზე მდებარე ინფინიტი აუზი
     

ნომრები

სასტუმროში 249 ნომერია. აქედან: 146 სტანდარტული, 44 უმაღლესი კლასის,  43 ბიზნესი, 15 მცირე სიუტი და 1 ლუქსი. სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილია თხევადკრისტალური ტელევიზორით, ფრანგული სააბაზანო კოსმეტიკით, მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტითა და კლიმატ-კონტროლის ინდივიდუალური სისტემით. სტუმართა ინტერესების გათვალისწინებით, სასტუმროში არის 62 დამაკავშირებელი და 10 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ოთახი. ნომრები მინიმალისტური დეკორით, კომფორტული ავეჯითა და მოსახერხებელი დაგეგმარებით გამოირჩევა.

სასურველი ნომრის დაჯავშნა მარტივი ონლაინ ფორმის შევსებით შეგიძლიათ.

რესტორნები და ბარები 

ქალაქის საუკეთესო რესტორნები პირდაპირ სასტუმროში ან შენობიდან ორიოდე წუთის სავალზეა განლაგებული. ასე რომ, ტრანსპორტით გადაადგილება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს დასაგემოვნებლად სულაც არ დაგჭირდებათ. Fillini, Umami, Iveria Terrace, Oxygen Bar და Surface Bar “რედისონ ბლუ ივერიას” შენობაშივეა ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ივერია კაფეს, ის სასტუმროს წინ, დასასვენებელ გამწვანებულ ზონაშია განლაგებული. 

  • Fillini - ნამდვილი იტალიური კერძებისა და ღვინოების ფართო არჩევანი შუაგულ თბილისში
  • Umami - აზიელი შეფმზარეულების მიერ მომზადებული უნიკალური აზიური კერძები;
  • Iveria Cafe - იდეალური ლოკაცია საქმიანი თუ რომანტიკული შეხვედრებისთვის
  • Iveria Terrace - ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა ჩამოჯდეთ მზიან ამინდში
  • Oxygen Bar - ექსკლუზიური კოქტეილები და არანაკლებ ექსკლუზიური ხედი მე-18 სართულიდან
  • Surface Bar - მყუდრო გარემო, რომელიც მეგობრებთან ერთად განტვირთვისთვის არის შექმნილი

 

CLUB IVERIA-ს წევრებისთვის რედისონ ბლუ ივერია ბათუმში, მოქმედებს შემდეგი პრივილეგიები:

 

Classic

Silver

Gold

VIP

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია
ოთახის ჯავშანი
ფასდაკლება ოთახზე -15%-25%FREE
ოთახის გაუმჯობესება (კატეგორია, ხედი და სხვა)  
რეგისტრაცია (ოთახში ადრე შესვლა, გვიან გამოსვლა)  
ფასდაკლება მინიბარზე-5%-10%-15%FREE
ფასდაკლება რესტორნებსა და ბარებში თბილისში
Umami Restaurant (აზიური)-5%-10%-15%FREE
Filini Restaurant (იტალიური)-5%-10%-15%FREE
Iveria Terrace-5%-10%-15%FREE
Iveria Cafe-5%-10%-15%FREE
Surface Bar-5%-10%-15%FREE
Oxygen Bar (მე-18 სართული)-5%-10%-15%FREE
Anne Semonin Spa თბილისი
სპა ვიზიტი-30%-30%-30% FREE
სპა მომსახურება-20%-20%-20%FREE
ტრანსპორტირება
უფასო ტაქსით ტრანსპორტირება  
უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან/აეროპორტში  

კაზინო ივერია, კაზინო თბილისში, Casino in tbilisi, casino iveria tbilisi

ვარდების რევოლუციის მოედანი
+995 322 90 7777
info@clubiveria.com

ვალუტა

1₾
USD
2.66
EUR
3.14
TRY
0.69
RUS
0.04
AZN
1.56
UAH
0.98
AMD
5.50
KZT
0.79
IRR
0.75
ILS
7.57
CNY
4.03
სრულად
აკეცვა

თბილისი

7 °
ორშაბათი

ბათუმი

8 °
ორშაბათი

წინანდალი

7 °
ორშაბათი