სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი

რეზერვაციისთვის დაგვიკავშირდით

ნინოშვილის 1

Club Iveria საშუალებას გაძლევთ, განსაკუთრებული უპირატესობებით ისარგებლოთ საქართველოს საუკეთესო სასტუმროებში. ჩამოთვლილ დაწესებულებებს დახვეწილი გარემო და კლიენტებზე მორგებული ინდივიდუალური სერვისი აერთიანებთ. რედისონის მთავარი სლოგანია "დიახ, შეგვიძლია", რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ყველა სურვილი გათვალისწინებული იქნება. Club Iveria-ს წევრებისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური შეთავაზებები და აქციები, რომლებიც ჩვენი მომხმარებლების ინტერესებისა თუ გემოვნების გათვალისწინებით იქნა შემუშავებული. 

სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი

სასტუმრო “რედისონ ბლუ ბათუმი” ზღვის სანაპირო ზოლიდან სულ რაღაც 100 მეტრითაა დაშორებული. პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, იტალიელი არქიტექტორის, მიკელე დე ლუკის მიერ შექმნილი თანამედროვე დიზაინია. მოელვარე შუშა და შენობის გამორჩეული ფასადი ბუნებრივად ეწერება ბათუმის ცის მოხაზულობაში.

“რედისონ ბლუ ბათუმი” სერვისის მოხერხებულობასა და ელეგანტურობას ერთმანეთს იდეალურად უთავსებს და მომხმარებლისთვის ყოველმხრივ კომფორტულ საცხოვრებელს უზრუნველყოფს. სასტუმროში მოქმედებს სპა ცენტრი ღია და დახურული აუზებით, ფიტნეს კლუბი, ორი რესტორანი და სამი ბარი. შეგიძლიათ გასართობად ეწვიოთ თანამედროვე სამორინეს, სადაც სამაგიდო თამაშებთან ერთად, ხელმისაწვდომია 250-ზე მეტი სლოტ-აპარატი. სამორინეს სტუმრებისთვის პარკინგი უფასოა. დახვეწილი ინტერიერი კი ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი დრო გაატაროთ. სამორინე დროდადრო მასპინძლობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს (კონცერტებს, საცეკვაო შოუებს და ასე შემდეგ), დღესასწაულებზე კი განსაკუთრებულ გათამაშებებს სთავაზობს სტუმრებს. 

სასტუმროში ასევე განლაგებულია საკონფერენციო ოთახები და საკმაოდ ვრცელი საბანკეტო დარბაზი.

  • ახლოს მდებარე სანაპირო ზოლი და ქალაქის სავაჭრო ზონა;
  • უფასო მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი სასტუმროს ნებისმიერ წერტილში;
  • ღია და დახურული საცურაო აუზები;
  • 1659კვ.მ-ზე განთავსებული Anne Semonin Spa და გამაჯანსაღებელი პროცედურები
  • შეხვედრების 7 ოთახი, საკონფერენციო დარბაზი და საცეკვაო დარბაზი, რომელიც 350 ადამიანს იტევს
     

ნომრები

სასტუმრო სულ 168 თანამედროვე დიზაინის ოთახს მოიცავს.  ნომრებიდან ხედი შავ ზღვასა და ულამაზეს მთებზე იშლება. თითოეულ ოთახში არის მინი ბარი, ინდივიდუალური კლიმატის კონტროლი და მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი. სასტუმროს ნომრის დაჯავშნა ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. 

რესტორნები და ბარები

სასტუმროს სტუმრებს კულინარიული მოგზაურობისთვის შორს წასვლა არ სჭირდებათ. სულ ერთია, თურქული სამზარეულო გიყვართ თუ მსუბუქი კოქტეილები, საუკეთესო რესტორნებსა და ბარებს ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე სართული აშორებთ.

  • Clouds bar & restaurant -  სუში და სასმელები მეცხრამეტე სართულზე, ღრუბლებში
  • Etim - საუკეთესო თურქული რესტორანი ბათუმში, თურქული სტუმართმოყვარეობისა და უგემრიელესი კერძების ეგზოტიკური მიქსი
  • Medea Bar - საუკეთესო ადგილი ბათუმში ხეტიალის შემდეგ ყავის დასალევად
  • Ozone Bar - იდეალური სივრცე მასაჟისა და Anne Semonin Spa პროცედურების შემდეგ

 

CLUB IVERIA-ს წევრებისთვის რედისონ ბლუ ივერიაში, მოქმედებს შემდეგი პრივილეგიები:

 

Classic

Silver

Gold

VIP

სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმი
ოთახის ჯავშანი
ფასდაკლება ოთახზე -15%-25%FREE
ოთახის გაუმჯობესება (კატეგორია, ხედი და სხვა)  
რეგისტრაცია (ოთახში ადრე შესვლა, გვიან გამოსვლა)  
ფასდაკლება მინიბარზე-5%-10%-15%FREE
ფასდაკლება რესტორნებსა და ბარებში ბათუმში
Clouds Bar & Restaurant-5%-10%-15%FREE
Medea Restaurant & Terrace-5%-10%-15%FREE
Medea Bar-5%-10%-15%FREE
Ozone Bar-5%-10%-15%FREE
ტრანსპორტირება
უფასო ტაქსით ტრანსპორტირება  
უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან/აეროპორტში  

ნინოშვილის 1
+995 322 90 7777
info@clubiveria.com

ვალუტა

1₾
USD
2.48
EUR
2.93
TRY
0.67
RUS
0.04
AZN
1.46
UAH
0.93
AMD
5.16
KZT
0.74
IRR
0.72
ILS
7.11
CNY
3.75
სრულად
აკეცვა

თბილისი

10 °
კვირა

ბათუმი

14 °
კვირა

წინანდალი

10 °
კვირა