
Filini
ფილინი თბილისის საუკეთესო იტალიური რესტორანია, რაც ტოსკანელი შეფმზარეულის, მიპან მაზუკელის დამსახურებაა. მისი საფირმო და ტრადიციული კერძების დახმარებით შეგიძლიათ მთელი იტალია ენის წვერით შეიგრძნოთ. რესტორანი უპირატესობას ახალ, ბუნებრივ ინგრედიენტებს ანიჭებს, რადგან სწორედ ასე იქცევიან ნამდვილი იტალიელები.
Filini
ფილინიში არა ერთი ან ორი, არამედ უამრავი დელიკატესის გასინჯვა შეგიძლიათ. ადგილობრივი წარმოების ნატურალური ყველის ასორტი საოცრად ეხამება იტალიურ კერძებს. ორგანულ ფერმაში წარმოებული ხორცისგან დამზადებული ფლორენციული ძვლიანი ბიფშტექსი და საუცხოოდ შემწვარი სტეიკი ქვევრის ღვინოსთან კომბინაციაში წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენზე. ფილინის მდიდარ კოლექციაში ღვინის 50-ზე მეტ სახეობას იხილავთ, სადილის შემდეგ კი შეგიძლიათ საუკეთესო არომატის მქონე სიგარა გააბოლოთ.
ფილინის მიმტანები საუკეთესო კერძებისა და შესაბამისი ღვინოების შერჩევაში დაგეხმარებიან. თუ თვალებს დახუჭავთ და საკუთარ შეგრძნებებს მიენდობით, შეიძლება წამით მოგეჩვენოთ, რომ ტოსკანაში იმყოფებით და მდინარე არნოს ველებს გადაჰყურებთ.
დააგროვე F&B ქულები კაზინო ივერია თბილისში, გახარჯე რესტორან რესპუბლიკაში და მიიღე სპეციალური პირობები:
![]() Classic | ![]() Silver | ![]() Gold | ![]() VIP | |
---|---|---|---|---|
ფასდაკლება კლუბის წევრებისთვის | ||||
Filini Restaurant (იტალიური) | F&B Points | -10% / F&B Points | -15% / F&B Points | FREE |
ინფორმაცია სტატუსის და ბარეთების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.