წინანდლის სასტუმრო სახლი

რეზერვაციისთვის დაგვიკავშირდით

ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

Club Iveria საშუალებას გაძლევთ, განსაკუთრებული უპირატესობებით ისარგებლოთ საქართველოს საუკეთესო სასტუმროებში. ჩამოთვლილ დაწესებულებებს დახვეწილი გარემო და კლიენტებზე მორგებული ინდივიდუალური სერვისი აერთიანებთ. წინანდლის სასახლე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ კულტურულ კერად ითვლება. თუ XIX საუკუნეში მოგზაურობა გსურთ, წინანდალს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

წინანდლის სასტუმრო სახლი

თუ XIX საუკუნეში მოგზაურობა გსურთ, წინანდალს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. წინანდლის სასახლე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ კულტურულ კერად ითვლება. სასტუმრო სახლი განთავსებულია წინანდლის პარკში, თავად ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს. ორი მცირე შენობისგან შემდგარი სასტუმრო მთლიანად სიმწვანეშია ჩაფლული და სტილისტურად გვიანი შუა საუკუნეების კახეთის არქიტექტურას მიეკუთვნება. წინანდლის მამული მასზე განთავსებულ სასტუმროსთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
 

ბაღი

წინანდლის ბაღი 12 ჰექტარზეა გადაჭიმული და  პირველი ევროპული პარკია საქართველოში.  პარკი უნიკალურად ითვლება არა მხოლოდ დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის ეგზოტიკური ჯიშების მცენარეთა სიმრავლის გამო, არამედ დაგეგმარების თვალსაზრისითაც. წინანდლის ბაღში ერთმანეთს ორგანულად ერწყმის ველური ბუნებრიობა და წამყვანი ევროპელი დეკორატორების მიერ შექმნილი ლანდშაფტი. ზოგიერთი სპეციალისტი პარალელს ისეთ ინგლისურ პარკებთან ავლებს, როგორებიცაა რიჩმონდის პარკი, პარკი კიუ და სხვა.


სასტუმრო და ნომრები

სასტუმროს 21-ვე ოთახი დაგეგმარებულია ისე, რომ სტუმრები კახეთის განუმეორებელი ხედით დატკბნენ. სადა, თანამედროვე ავეჯით გაწყობილ ოთახებში ინდივიდუალური სააბაზანო, ტელევიზორი, საკაბელო ტელევიზიის სრული პაკეტი და კონდიციონერი დაგხვდებათ. საქართველოს უძველესი კუთხის ბოლომდე შესაგრძნობად, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ტრადიციული კერძები და მიირთვათ ნამდვილი დელიკატესი -  წინანდლის მამულის ღვინო.

სასტუმრო სახლის პირველ სართულზე განთავსებულია ულამაზესი დარბაზი 4-ტონიანი ჭაღით, რომელზეც ცნობილმა მოქანდაკემ, ზურაბ წერეთელმა იმუშავა. მცირე კონფერენციებისა თუ ტრადიციული ნადიმისთვის არსებობს მცირე დარბაზიც.

შეგიძლიათ, დაზოგოთ დრო და სასურველი ნომერი პირდაპირ საიტიდან დაჯავშნოთ. 

 

CLUB IVERIA-ს წევრებისთვის მოქმედებს შემდეგი პრივილეგიები:

 

Classic

Silver

Gold

VIP

წინანდლის სასტუმრო სახლი
სასტუმროს ნომერი წინანდლის პარკში-10% -15%-20% FREE
ვიზიტი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმშიFREEFREEFREEFREE
ღვინო ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულებიდან-20%-20% -20%FREE
ტრანსპორტირება
უფასო ტაქსით ტრანსპორტირება  
უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან/აეროპორტში  

ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
+995 322 90 7777
info@clubiveria.com

ვალუტა

USD
2.57
EUR
2.93
TRY
0.41
RUS
0.03
AZN
1.51
UAH
0.92
AMD
5.33
KZT
0.71
IRR
0.61
ILS
7.02
CNY
3.74
სრულად
აკეცვა

თბილისი

18 °
კვირა

ბათუმი

22 °
კვირა

წინანდალი

18 °
კვირა