14 თებერვალს მსოფლიო მასშტაბით წყვილები სიყვარულის დღესასწაულს აღნიშნავენ!
ყველასათვის საყვარელ წინანდლის მამულში სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი” უმასპინძლებს კატო კვარაცხელიას და ლუკა თოფურიას თავიანთი გამორჩეული მუსიკალური პროგრამით. ღონისძიება Library Bar-ში გაიმართება, სადაც შემდგომ DJ Bonjourlan წარდგება.
თბილისში, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ტელეგრაფი” შეკრების საყვარელი ადგილი გახდა. Grand Café-ს, იტალიურ რესტორან Philosophico-ს და Bell&Grey-ს ხშირად სტუმრობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრები. ვალენტინობის დღესასწაულს სამივე რესტორანში სპეციალური მენიუთი, მუსიკალური გაფორმებითა და საჩუქრებით შეხვდებიან.
რესპუბლიკის მოედანზე მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია” მაღალი დონის მომსახურებითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, სასტუმროში მდებარე რესტორნებში – „ფილინი” და „უმამი”, სტუმრებს მუსიკალური ჯაზსაღამოები, სპეციალური კოქტეილები და განსაკუთრებული დესერტები ელოდებათ, ხოლო მე-18 სართულზე არსებულ პანორამულ ბარ „ოქსიჯენში” 21:00 საათიდან დიჯეი დაუკრავს.
გაატარე ვალენტინობის დღე რესპუბლიკაში, რომანტიული სერენადების თანხლებით… 21:00 საათზე, ფორტეპიანოს საღამო ვარსკვლავ შემსრულებელთან — დინი ვირსალაძესთან ერთად!
რაც შეეხება რადისონ ბლუ ბათუმს, აქ სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ რესტორანი მედეას გამორჩეული ქართული კერძები და შემდგომ გადაინაცვლონ მე-19 სართულზე მდებარე Umami at Cloud-ში, სადაც Jazz Duo საღამოს მუსიკალურად გააფორმებს.
„კოხტა ბაკურიანი” კი ვალენტინობას ზამთრის ჯაზფესტივალით Winter Jazz-ით შეხვდება. 2-დღიანი მუსიკალური ფესტივალი სასტუმროს სტუმრებს კონცერტებსა და დასამახსოვრებელ საღამოებს ჰპირდება.
დეტალური ინფორმაციისთვის და ჯავშნებისთვის დაგვიკავშირდით: +995 577 00 37 99
შეთავაზება დამოკიდებულია ხელმისაწვდომობაზე.