წელს კახეთი მერვედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს,
რომელიც წინანდლის მამულებში, 12 ოქტომბერს ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება.
წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას,
ისევე როგორც ჯაზის გამოჩენილი მუსიკოსები - ედმარ კასტანედა და გრეგუარ მარე თავიანთი უნიკალური პროექტით ჰარფ vs ჰარფ.
ასევე ჯგუფი „სვით ლაიფ სოსაეთი“ და ფრანგული მუსიკის ელჩები - ჯგუფი „ელექტრო დე ლუქსი“.