ჩვენ შეახებ
კონტაქტი
ლოკაციები
English
% OFF
% OFF
% OFF
% OFF
% OFF
ადგილმდებარეობა
Jungle

18 აგვისტოს, Black Sea Arena Front Stage-ი, ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტს Jungle-ს დაეთმობა, რომელიც ლონდონში ბაზირებულმა მუსიკოსებმა Josh Lloyd-Watson-მა და Tom McFarland-მა 2013 წელს შექმნეს.

Nu Disco და Funk ჟღერადობით შთაგონებული მუსიკოსების პირველი მნიშვნელოვანი კომპოზიცია Busy Earnin’ 2014 წლის აპრილში გამოიცა და მაშინვე მოექცა მსმენელისა და მუსიკალური კრიტიკოსების ყურადღების ცენტრში. 2018 წელს გამოცემული Casio კი დღემდე ბენდის ერთ-ერთ გამორჩეულ კომპოზიციად ითვლება და არ კარგავს აქტუალურობას.

აღსანიშნავია, რომ Jungle-ს შემოქმედებაში ელექტრონულ ჟღერადობასთან ერთად აქტიურად გვხვდება ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი სემპლინგი, ნეო სოულის და კლასიკური R&B-ს ელემენტები, რაც მათ მუსიკას მეტად მრავალფეროვანს და ორიგინალურს ხდის.დაარსებიდან დღემდე, ჯგუფი აქტიურად გვხვდება მსოფლიოს ცნობილ ფესტივალებსა თუ საკონცერტო დარბაზებში, რომელთა რიცხს 2024 წელს შეკვეთილი და Black Sea Arena-ც შეუერთდება.

კარების გაღება | 18:00

ღონისძიების დასაწყისი | 21:00

 

მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები
თუ ისევ არ ხარ ქლაბ ივერიას წევრი, გაწევრიანდი სრულიად უფასოდ. ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით, მიიღე საჩუქრები და დააგროვე ქულები.