Terms&Conditions
Matchday 1
Matchday 2
Matchday 3
Playoffs
Leaderboard
ევრო 2024-ის თამაშობა
თამაშობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ clubiveria.com-ს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებიც უნდა იყვნენ 25 წელს ზემოთ ასაკის მქონე საქართველოს მოქალაქეები და 18 წელს ზემოთ ასაკის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
- თამაშობაში მონაწილეობის წესები:
- clubiveria.com-ის ვებ-გვერდზე განთავსებულ შესაბამის ქვე-გვერდზე „Euro 2024” მოთამაშე საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ელექტრულ ველში ავსებს მისთვის სასურველი საფეხბურთო მატჩის ანგარიშის პროგნოზს და ანთავსებს მას მოცემულ ელექტრულ-პროგრამულ სისტემაში ღილაკზე “submit” დაჭერით.
- მოთამაშე ამ ღილაკზე დაჭერით ეთანხმება და ადასტურებს, რომ თამაშობა მიმდინარეობს სისტემური ტექნოლოგიის მეშვეობით და შესაძლებელია სისტემაში ნებისმიერი სახის შეცდომა.
- შესაბამისად ნებისმიერი სახის სისტემური ან ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში clubiveria.com იტოვებს უფლებას გააბათილოს მოთამაშის მიერ ამ თამაშობის ფარგლებში დარიცხული ქულები.
- მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს იხილოს მის მიერ განთავსებული პროგნოზი clubiveria.com-ს ვებ-გვერდზე, ქვე-გვერდზე Euro 2024.
- მომხმარებელს შეუძლია თავისი გაკეთებული პროგნოზი შეცვალოს შესაბამისი თამაშის დაწყებამდე არაუგვიანეს 15 წუთით ადრე.
- თუ მომხმარებელმა სწორად გამოიცნო მატჩის შედეგი - ძირითადი 90 წუთი (პლიუს მსაჯის მიერ დამატებული წუთები) (შედეგი - მოგება, წაგება ან ფრე), მაშინ ის აიღებს 3 ქულას;
- თუ მომხმარებელმა სწორად გამოიცნო მატჩის ანგარიში (ზუსტი ანგარიში 1-1, 2-1, 0-1, ა.შ.), მაშინ ის დამატებით აიღებს 5 ქულას. შესაბამისად ერთ მატჩე მომხმარებელს შეუძლია აიღოს მაქსიმუმ 8 ქულა - 3 ქულა შედეგის გამოცნობისთვის და 5 ქულა ზუსტი ანგარიშის გამოცნობისთვის;
- პრიზები და მათი გათამაშება მოხდება 6 ეტაპად:
- Matchday 1 Winner - როდესაც ყველა გუნდი თითო-თითო თამაშს ითამაშებს (სულ 12 თამაში), დაითვლება ქულები და 19 ივნისს clubiveria.com-ზე გამოვლინდება “Matchday 1”-ის 10 კაციანი ლიდერბორდი, სადაც გამარჯვებული იქნება 1 მომხმარებელი, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. მას პრიზად გადაეცემა ევრო 2024-ის ოფიციალური ბურთი.
- Matchday 2 Winner - როდესაც ყველა გუნდი თავის მეორე თამაშს ითამაშებს (სულ 12 თამაში), დაითვლება მეორე თამაშებიდან აღუბული ქულები და 24 ივნისს clubiveria.com-ზე გამოვლინდება “Matchday 2”-ის 10 კაციანი ლიდერბორდი, სადაც გამარჯვებული იქნება 1 მომხმარებელი, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. მას პრიზად გადაეცემა ევრო 2024-ის ოფიციალური ბურთი.
- Matchday 3 Winner - როდესაც ყველა გუნდი თავის მესამე თამაშს ითამაშებს (სულ 12 თამაში), დაითვლება მესამე თამაშებიდან აღუბული ქულები და 27 ივნისს clubiveria.com-ზე გამოვლინდება “Matchday 3”-ის 10 კაციანი ლიდერბორდი, სადაც გამარჯვებული იქნება 1 მომხმარებელი, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. მას პრიზად გადაეცემა ევრო 2024-ის ოფიციალური ბურთი.
- Group Stage Winner - როდესაც ყველა გუნდი 3-3 თამაშს ითამაშებს (სულ 36 თამაში), დაითვლება სამივე თამაშებიდან აღებული დაჯამებული ქულები და 3 ივლისს clubiveria.com-ზე გამოვლინდება Group Stage-ის 10 კაციანი ლიდერბორდი, სადაც გამარჯვებული იქნება 3 მომხმარებელი, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. პრიზები შემდეგნაირად განაწილდება:
- გამარჯვებულს გადაეცემა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ოფიციალური მაისური და ევრო-2024-ის ოფიციალური ბურთი;
- მეორე ადგილოსანს გადაეცემა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ოფიციალური მაისური;
- მესამე ადგილოსანს გადაეცემა ევრო 2024-ის ოფიციალური ბურთი.
- Playoff Winner - 1/8 ფინალიდან დაწყებული ფინალის ჩათვლით (1/8 ფინალები, 1/4 ფინალები, 1/2 ფინალები, ფინალი – სულ 15 თამაში) ყველა თამაშის დასრულებისას 15 ივლისს გამოვლინდება “Playoff”-ის 10 კაციანი ლიდერბორდი.
- გამარჯვებულს გადაეცემა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ოფიციალური მაისური და ევრო-2024-ის ოფიციალური ბურთი;
- მეორე ადგილოსანს გადაეცემა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ოფიციალური მაისური;
- მესამე ადგილოსანს გადაეცემა ევრო 2024-ის ოფიციალური ბურთი.
- Overall Winner - ჩემპიონატის პირველი თამაშიდან დაწყებული ფინალის ჩათვლით დაითვლება ყველა ჩატარებული თამაშიდან (სულ 51 თამაში) აღებული ქულები და 15 ივლისს გამოვლინდება “Overall”-ის 10 კაციანი ლიდერბორდი, სადაც გამარჯვებული იქნება 3 მომხმარებელი, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. პრიზები შემდეგნაირად განაწილდება:
- გამარჯვებულს გადაეცემა საფრანგეთის ნაკრების მოთამაშის - კილიან მბაპეს ნომრიანი ოფიციალური მაისური, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მოთამაშის - ხვიჩა კვარაცხელიას ნომრიანი ოფიციალური მაისური, ევრო-2024-ის ოფიციალური ბურთი და საქართველოს ნაკრების საგულშემატკივრო კაშნე;
- მეორე ადგილოსანს გადაეცემა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მოთამაშის - გიორგი ჩაკვეტაძის ნომრიანი ოფიციალური მაისური, ევრო-2024-ის ოფიციალური ბურთი და საქართველოს ნაკრების საგულშემატკივრო კაშნე;
- მესამე ადგილოსანს გადაეცემა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მოთამაშის - ბუდუ ზივზივაძის ნომრიანი ოფიციალური მაისური და საქართველოს ნაკრების საგულშემატკივრო კაშნე.
- იმ შემთხვევაში, თუ ორმა ან მეტმა მომხმარებელმა დააგროვეს ერთი და იგივე რაოდენობის ქულები, უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელსაც უფრო მეტი “ზუსტი ანგარიში” ექნება გამოცნობილი. თუ მომხმარებლებს დაუგროვდებათ ერთი და იგივე ქულები და ასევე ერთი და იგივე რაოდენობის ზუსტი ანგარიში ექნებათ გამოცნობილი, მაშინ ყველა ეს მოთამაშე დაჯილდოვდება თანაბრად.
- პრიზები გამარჯვებულებს გადაეცემათ სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია თბილისში, ან სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმის შენობაში, ქლაბ ივერიის დესქზე ან კაზინო ივერიის დარბაზში.
- პრიზის მისაღებად, გამარჯვებულებმა მოთამაშემ უნდა წარმოადგინოს მისი პირადობის მაიდენტიფიცირებული საბუთი ან/და სხვა ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება მისი თამაშობაში მონაწიელობის ფაქტი.
- პრიზების გადაცემა მოხდება თითო ეტაპის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
- Clubiveria.com იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს თამაშობის წესები და პირობები, შეწყვიტოს ან გააუქმოს მიმდინარე თამაში ნებისმიერ ეტაპზე და ამის შესახებ წინასწარ არ შეტყობინოს მომხმარებელს.
- ნებისმიერი სადავო სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში, clubiveria.com იტოვებს უფლებას, თავად მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
- იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირდება არასამართლიანი/არაკეთილსინდისიერი ქმედება, ან თუ თამაშობის პირობები სრულად არ იქნება დაცული, Clubiveria.com იტოვებს უფლებას, მომხმარებელს შეუზღუდოს თამაშობაში მონაწილეობის მიღება.
თáƒáƒ›áƒáƒ¨áƒ”ბი დრáƒáƒ”ბით მიუწვდáƒáƒ›áƒ”ლიáƒ.
თáƒáƒ›áƒáƒ¨áƒ”ბი დრáƒáƒ”ბით მიუწვდáƒáƒ›áƒ”ლიáƒ.
თáƒáƒ›áƒáƒ¨áƒ”ბი დრáƒáƒ”ბით მიუწვდáƒáƒ›áƒ”ლიáƒ.
თáƒáƒ›áƒáƒ¨áƒ”ბი დრáƒáƒ”ბით მიუწვდáƒáƒ›áƒ”ლიáƒ.
Matchday 1
Matchday 2
Matchday 3
Group Stage
Playoffs
Overall
| Place | Name | Surname | Points | |
|---|---|---|---|---|
| 1 | ah*****@gmail.com | A***** | K***** | 35 |
| 2 | g.*****@gmail.com | �***** | �***** | 34 |
| 3 | le*****@gmail.com | L***** | I***** | 31 |
| 4 | as*****@gmail.com | A***** | A***** | 26 |
| 5 | be*****@icloud.com | B***** | B***** | 26 |
| 6 | da*****@mbc.ge | �***** | �***** | 26 |
| 7 | te*****@silkroad.ge | b***** | c***** | 26 |
| 8 | sh*****@gmail.com | S***** | P***** | 23 |
| 9 | ka*****@mail.ru | �***** | �***** | 17 |
| 10 | zu*****@gmail.com | Z***** | G***** | 17 |
მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები
თუ ისევ არ ხარ ქლაბ ივერიას წევრი, გაწევრიანდი სრულიად უფასოდ. ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით, მიიღე საჩუქრები და დააგროვე ქულები.