პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი, საქართველო
ივერია კაფე
ტელ: +995322907777
Კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კაფე ივერიაში, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქის ხედებით, მიირთვათ უგემრიელესი სასმელები და ისიამოვოთ ჩვენი ტკბილეულით.
ქალაქ თბილისის ცენტრში მდებარე ივერია კაფე ლანჩისთვის ან უბრალოდ გემრიელი ფინჯანი ყავისთვის იდეალური ადგილია. ხისა და მინის ფაქიზი სინთეზი ინტერიერში გამორჩეულად მყუდრო გარემოს ქმნის.
კაფე ივერია სტუმრებს სთავაზობს ევროპულ სამზარეულოს, კერძოდ ლანჩისა და საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანს. Დააგემოვნეთ ჩვენი უგემრიელეს ნაღების ნაყინი, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებს განსაკუთრებით უხდება.
Რაც შეეხება, კარამელ კაპუჩინო და თეთრი შოკოლადის ლატეს, ისინი აუცილებლად ყავის ყველა მოყვარულის გულს მოიგებენ. აქ ხელმისაწვდომი ფასები, მაღალი ხარისხის მომსახურება, მეგობრული პერსონალი, უგემრიელესი ყავა და ახლად დამზადებული სენდვიჩები გელოდებათ.
მაგიდის დასაჯავშნად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: +995322907777 ან ეწვიოთ ქლაბ ივერიის ვებ-გვერდს.
Მობრძანდით მეგობართან ერთად, მიირთვით უგემრიელესი სასმელი და დააგემოვნეთ ნამდვილად დაუვიწყარი ტკბილეული, დატკბით ხედებით და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება ჩვენი სერვისით.
Ივერია კაფე მოუთმენლად გელით!