ჩვენ შეახებ
კონტაქტი
ლოკაციები
English
რესტორნები საუკეთესო ხედებით ბათუმში

Შავი ზღვის სანაპიროს ცოცხალი ქალაქი ბათუმი, იდეალურია დასასვენებლად და საუკეთესო გართობისთვის. Შესანიშნავი პლაჟები, უამრავი მუსიკა, გართობა და საოცარი ხედები, შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის სავიზიტო ბარათია.

Ქალაქში სეირნობისას, თქვენ ნახავთ უამრავ რესტორანს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული, ევროპული და აზიური კერძები. Აუცილებლად აღსანიშნავია უგემრიელეს ზღვის პროდუქტების ფართო არჩევანი, რომელსაც ქალაქი გთავაზობთ. 

 

Საღამოობით, ბათუმი ღამის ცხოვრებით დუღს. ისიამოვნეთ ბარებით, კლუბებითა და ცოცხალი მუსიკით, ან დაისვენეთ გემრიელი კოქტეილით ხელში. თუ ეძებთ მშვიდ, წყნარ ადგილს, ბათუმი გაძლევთ შესაძლებლობას დატკბეთ საოცარი ბუნებით, ხედებითა და ისტორიული შენობებით. 

 

რესტორნები ბათუმში

Ბოლო წლებში, ბათუმში რესტორნების არჩევანმა საკმაოდ იმატა, რაც ახალ თავსატეხს უცენს ყველა სტუმარს. Აუცილებელია აარჩიოთ რესტორანი სწორად, რათა იმედები არ გაგიცრუვდეთ. Ჩვენ ამ სტატიაში, მოგითხრობთ იმ ნარჩევ რესტორნებზე, რომლებიც ბაზრის უკონკურენტო ლიდერები არიან ბოლო წლების მანძილზე.

 

Umami at Clouds

Umami at Clouds ბათუმში გთავაზობთ უნიკალურ სასადილო გამოცდილებას ქალაქისა და შავი ზღვის განსაცვიფრებელი ხედებით. Ბათუმში მდებარე აზიური რესტორანი, მდიდარი გემოთი და კრეატიული კერძებითაა ცნობილი, იგი აერთიანებს ადგილობრივ ინგრედიენტებს საერთაშორისო ტექნიკით შესრულებულ, დაუვიწყარ კერძებს. ატმოსფერო დახვეწილი და ელეგანტურია, რაც მას სრულყოფილად აქცევს მნიშვნელოვანი საღამოს აღსანიშნად, ან თუნდაც მეგობრებთან ერთად სასადილოდ. ისიამოვნეთ ამაღლებული განწობით და თვალწარმტაცი ხედებით Umami at Clouds-ში.

 

რისი დაგემოვნება შეგიძლიათ Umami at Clouds-ში?

  • Საუკეთესო Სუში როლები

  • Ცივი აპეტაიზერები

  • Ცხელი აპეტაიზერები

  • Აზიური ბრინჯის ნაირსახეობა

  • Სუპები

  • Მთავარი კერძები

  • Დესერტები

  • Უგემრიელესი სასმელი



რესტორანი გთავაზობთ ავთენტურ აზიურ სასადილო გამოცდილებას, სადაც ტაილანდის, ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიის და სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო კულინარიული შედევრების დაგემოვნებაა შესაძლებელი. 

 

დაჯავშნე შენი მაგიდა ახლავე

იმისათვის, რომ დაჯავშნოთ მაგიდა უმამი ეთ ქლაუდსში, უბრალოდ დარეკეთ ცხელ ხაზზე +995 422 24 55 55: ან ეწვიეთ ვებ გვერდს. რესტორანში უმამი ქლაუდსში მაგიდის დაჯავშნა შეგიძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, 12:00 საათიდან.  რესტორნის ყურადღებიანი პერსონალი სიამოვნებით დაგეხმარებით თქვენი მაგიდის რეზერვაციაში. 

 

დაჯავშნეთ თქვენი მაგიდა ახლავე და მოემზადეთ კულინარიული მოგზაურობის დასაწყებად!

 

მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები
თუ ისევ არ ხარ ქლაბ ივერიას წევრი, გაწევრიანდი სრულიად უფასოდ. ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით, მიიღე საჩუქრები და დააგროვე ქულები.