

8-დან 22 სექტემბრამდე, ეზიარე კლასიკურ მუსიკას წინანდლის ფესტივალზე ლეგენდარული დირიჟორების და ვირტუოზი სოლისტების - ჯანანდრეა ნოზედას, იუკა-პეკა სარასტეს, ომერ მეირ ველბერის, ლაჰავ შანის, სერ ანდრაშ შიფის, იუჯა ვანგის, ფაზილ საის, ლიზა ბათიაშვილის, თომას ჰემფსონის, გოტიე კაპუსონის, რენო კაპუსონის, მიშა მაისკის, ჯორჯ ლის, პინკას ცუკერმანის, ედგარ მოროს, ვერბიეს ფესტივალის კამერული ორკესტრის და სხვათა შესრულებით.
ისიამოვნე დღის და საღამოს კონცერტებით წინანდლის მამულის საკონცერტო დარბაზებში - უნიკალური აკუსტიკით და არქიტექტურული გადაწყვეტილებით გამორჩეულ 600-ადგილიან კამერული მუსიკის დარბაზში და 1200-ადგილიან ამფითეატრში. წინანდლის ფესტივალის თანადამფუძნებლები არიან საქართველოს მთავრობა, მსხვილი ქართული კომპანია სილქ როუდ ჯგუფი და ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლები.
გაეცანი უახლოეს აქციებს და ღონისძიებებს

500,000 VIP ლატარეა ლელა წურწუმიასთან ერთად
გაატარე დაუვიწყარი დრო, Club IVERIA-სთან ერთად
დააგროვე და გამოიყენე F&B ქულები
ქულების დახარჯვა შესაძლებელია Club IVERIA-ს პარტნიორ ობიექტებში
ორჯერ მეტი ქულა შენ დაბადების დღეზე
გაატარე შენი დაბადების დღე სამორინე ივერია თბილისში