ჩვენ შეახებ
კონტაქტი
ლოკაციები
English
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995 32) 290 77 77
(+995) 577 00 37 99
info@clubiveria.com
Scorpions

31 მაისს, Black Sea Arena გერმანული როკის ლეგენდას Scorpions-ს უმასპინძლებს.

ბევრისთვის 60-იან წლებში შექმნილი ჰარდ-როკ ბენდი პაციფისტური ბალადის, Wind of Change-ის წარმატებასთან ასოცირდება, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ჰანოვერში დაფუძნებული ბენდის მუსიკალური მოგზაურობა ბევრად უფრო საინტერესო და ხაზგასასმელია. ათეულობით მილიონი გაყიდული ჩანაწერით და 20-მდე გამოცემული სტუდიური ალბომით Scorpions-ი არ კარგავს არც აქტუალურობას და არც მსმენელს, რომელიც მათი მუსიკის მოსასმენად მსოფლიოს სხვადასხვა საკონცერტო დარბაზებს დღემდე ავსებს. გამონაკლისი არც Black Sea Arena იქნება, სადაც ბენდი 2016 წლის წარმატებული კონცერტის შემდეგ კიდევ ერთხელ დაბრუნდება.

ნამდვილად შთამბეჭდავია Scorpions-ის მუსიკალური მემკვიდრეობა და ბენდმაც ყოველთვის კარგად იცის რას ელოდება მათგან მსმენელი, ამიტომ Black Sea Arena-ს სცენაზე აუცილებლად მოვისმენთ იმ ჰიტებს, რომლებმაც აუდიტორიას როგორც ბენდი, ასევე მთლიანად როკ მუსიკა შეაყვარა.

კარების გაღება | 18:00

ღონისძიების დასაწყისი | 21:00

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - Starring Georgia-ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს OneRepublic, Scorpions და Jungle ეწვევიან.

მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები
თუ ისევ არ ხარ ქლაბ ივერიას წევრი, გაწევრიანდი სრულიად უფასოდ. ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით, მიიღე საჩუქრები და დააგროვე ქულები.