ჩვენ შეახებ
კონტაქტი
ლოკაციები
ქართულად
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995 32) 290 77 77
(+995) 577 00 37 99
info@clubiveria.com
Mahmut Orhan

Mahmut Orhan - ამერიკაში მცხოვრები თურქი დიჯეია და ის მუსიკით, 15 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მისი მშობლიური ქალაქ ბურსადან, სტამბულში გადავიდა ღამის კლუბში სამუშაოდ. 2016 წელს კი, არტისმა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ლეიბლთან - Ultra Records გააფორმა, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა Orhan-ის საერთაშორისო მასშტაბის წარმატებას. თუმცა, არტისტის პირველი აღიარება, მისი ინსტრუმენტალური ნამუშევრით - "Age of Emotions" დაიწყო.

Mahmut Orhan-ის ყველაზე წარმატებული ნამუშევრებია: "Feel", "Six Days", "Game of Thrones Remix", რომლებმაც მისი უსაზღვრო პოპულარობა და ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო სცენაზე, ღირსეული ადგილის დაკავება განაპირობა. მის შემოქმედებაში, მელოდიური ტექნოს და ჰაუს მუსიკის გამორჩეული და საინტერესო გრადაციების წყალობით, Mahmut Orhan ცხადია მალევე მოექცა უდიდესი ყურადღების ქვეშ, რის შედეგადაც მისი პერფორმანსის მოსმენა, მსოფლიოს ყველაზე დიდ სცენებზეა შესაძლებელი, მათ შორის: Exit Festival, Untold, Extrema Outdoor, Sea Dance და სხვები.

Mahmut Orhan-ს მასპინძლობას, თურქი და ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: Monnarsh, Guri De Sal და Sally Si გაუწევენ.

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

მიიღე ექსკლუზიური შეთავაზებები
თუ ისევ არ ხარ ქლაბ ივერიას წევრი, გაწევრიანდი სრულიად უფასოდ. ისარგებლე ექსკლუზიური შეთავაზებებით, მიიღე საჩუქრები და დააგროვე ქულები.